იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სატელევიზიო ანძის "ზეციური ხსს" მშენებლობა დაასრულეს, რომლის სიმაღლე, ანტენასთან ერთად, 643 მეტრს შეადგენს.
ანძის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 22 მაისს გაიმართება, ხოლო აპრილში დაიწყება რადიომაუწყებლობა დიაპაზონზე. გარდა ამისა, ნაგებობა გამოყენებული იქნება ციფრული სატელევიზიო სიგნალების გადასაცემად, მობილური სატელეფონო კავშირისა და სანავიგაციო სისტემის მომსახურეობისთვის,- იუწყება Infox-ი.
მშენებლებმა ტელეანძა ორი თვით გვიან ჩააბარეს ვიდრე იგეგმებოდა - სამუშაო შეფერხდა 2011 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის გამო.
"თავდაპირველად მშენებლობის დასრულება 2011 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ ობიექტის ჩაბარება გადაიდო კატასტროფის შემდგომ საამშენებლო მასალის მოწოდების შეფერხების გამო", - დეველოპერული კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება Bangkok Post-ი.
ტელეანძის მშენებლობა 2008 წლის ივლისში დაიწყო, შენობის აღმართვისათვის სულ დახარჯულია 65 მილიარდი იენი (812 მილიონი დოლარი).
ადრე ყველაზე მაღალ სატელევიზიო ანძად ჩინეთის გუანჯოუ ითვლებოდა. მისი სიმაღლე 610 მეტრია. ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის სამეულს ასრულებს - ანძა სი-ენ ტაუერი ტორონტოში (553 მეტრი). ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობად ითვლება დუბაის ცათამბჯენი "ბურჯ ხალიფი" (არაბეთის გაერთიანებული საემიროები).