"ახალი მემარჯვენეების" საარჩევნო პარტიული სიის 30% ქალებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ სასტუმრო "რადისონში" გამართულ კონფერენციაზე პარტიის თავჯდომარემ, დავით გამყრელიძემ განაცხადა. კონფერენცია "ახალი მემარჯვენეების" ქალთა ორგანიზაციის 5 წლის თავს მიეძღვნა.
"2012 წელი არჩევნების წელია და ვფიქრობ, რომ ქალების მობილიზაცია აუცილებელია მოხდეს. როგორც წესი, ქალები აქტიური მხარდამჭერები არიან ხოლმე პოლიტიკური პარტიების და ასეა ჩვენ შემთხვევაშიც", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
"ახალი მემარჯვენეების" ქალთა ორგანიზაციის ლიდერად მანანა ნაჭყებია დაინიშნა.