საქართველოში მარიხუანასა და ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება გაიზარდა. როგორც პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ე.წ. "მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვის შემცირების შემდეგ გაიზარდა ისეთ ნარკოტიკულ და ფსიქაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომლის ხელმისაწვდომობა უკანონო იმპორტზე არ არის დამოკიდებული.
კერძოდ კი, საყვარელიძის თქმით, მომხმარებელთა ხვედრით წილში 2010 წელს მარიხუანას და ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება 78.6% იყო, რომელიც 2011 წელს 90.6%-მდე გაიზარდა.
"ე.წ. "ნარკოტიკული შიმშილის" პირობებში ადგილი აქვს მის ჩანაცვლებას ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკებით", როგორიც არის მარიხუანა, კოდეინის, ამფეტამინისა და მეტამეტამინის" შემცველი წამლები და სხვა საშუალებები", - აღნიშნა საყვარელიძემ.