"მოსკოვის ხელისუფლება ყველას აძლევს მოედანს იმისთვის, რომ თავისი აზრი გამოხაროს, მაგრამ ქალაქში კარვების დადგმის უფლებას არავის მივცემთ", - ეს განცხადება მოსოკვის მერმა სერგეი სობიანინმა გააკეთა.
"არავინაა მიტინგების და მსვლელობების წინააღმდეგი, თუკი ეს მოქალაქეების ცხოვრებას არ უშლის ხელს. ჩვენ ყველას ვაძლევთ მოედანს იმისთვის, რათა აზრი გამოხატონ, მაგრამ მაიდანი აქ ნამდვილად არ იქნება", _ აცხადებს მოსკოვის მერი და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქციების მასობრიობა გაზვიადებულია.
"ისინი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს კრებენ. ჯერ მხოლოდ ჩვენ ქალაქის დღესაწაულზე და ლაზერულ შოუზე 800 ათასი ადამიანი შევკრიბეთ, ამიტომაც იქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ყველა მათ პოლიტიკურ მიტინგს ფარავს", _ აცხადებს სობიანინი.