რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის საფოსტო გადარიცხვების გაცვლა დაიწყო. რუსეთის ფოსტასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკის საფოსტო-სატელეგრაფო სამსახურს შორის" თანამშრომლობის ფარგლებში ოპერატორები ორივე მხრიდან ელექტრონულ ფულად გაცვლას შეუდგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "15 რეგიონი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ფულადი გზავნილები დაცული ელექტრონული არხებით განხორციელდება.