ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან, რომელიც აქამდე 8707 ჰექტარზე იყო, მხოლოდ 8,7737 ჰექტარი უნდა ამორიცხულიყო.თუმცა 28 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მთავრობამ კანონპროექტის დამტკიცების გადადება მოითხოვა და მეორე მოსაენაზე დააბრუნა.
შესწორებული ვარინტში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან 20, 3633 ჰექტარის ამორიცხვა მოხდება, რაც ყაზბეგში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურს უკავშირდება
როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ტერიტორიების ამორიცხვა მდინარე თერგის ზოლზე ხდება, რადგან აქამდეც გადაწყვტილი იყო, რომ ამ ზოლზე, მიწის ქვეშ გვირაბი უნდა გასულიყო, თუმცა გვირაბის ზედა ტერიტორიის ამორიცხვა არ იგეგმებოდა.
მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ დააყენა, რომელმაც ამ გვირაბის ზედა ტერიტორიის დაცული ტერიტორიებიდან ამორიცხვის საჭიროების შესახებ განაცხადა.
ტერიტორიების ამორიცხვის შემდეგ კი ყაზბეგის ეროვნული პარკი 8686, 6367 ჰექტარზე დარჩება.