ხვალ, 2 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება.
პარლამენტის პრესსამასახურის ინფორმაციით, შეხვედრა აზერბაიჯანის, მოლდოვას, ბელარუსის, უკრაინისა და თურქეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე იმ პირებთან გაიმართება, რომლებმაც ბერლინში, ბოშის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა გაიარეს.
ფონდისა და მისი ორგანიზატორების გადაწყვიტილებით კი, სასწავლო კურსები საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე რეფორმატორ ქვეყანში, ჩატარდება.
აღნიშნული იდეის ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილი ევროკომისარი გიუნტერ ფერჰოიგენია.
ბოშის ფონდის წარმომადგენლები შეხვედრებს სამინისტროებშიც გამართავენ.