ხვალ, 2 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ელექტრონული მმართველობის შემოღება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გახსნიან.
პროექტის მიზანია მოსახლებისთვის საჯარო მამსახურების გაწევის გაუმჯობესება. პროექტი გაააუმჯობესებს 6 სოფელსა და 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მიღებას. გაუმჯობესდება კომუნიკაცია სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის და შეიქმნება სოფლის განვითარებს ცენტრები, რომელთა საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს საჯარო მომახურება. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1,2 მილიონი ევროა და პროექტი 2 წლის განმავლობაში განორციელდება.