ჩამონგრეული შენობის დაზარალებული 38 ოჯახი ბაგებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გადავა, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამონგრეულ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, დაზარალებული 38 ოჯახი ერთ წელიწადში ბაგებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გადავა, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ოჯახებს ქირისთვის 170 ლარით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის №49-ში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გუშინ საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. შენობა ავარიული იყო და შემთხვევის დროს საცხოვრებელში არავინ იმყოფებოდა.
ავარიულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 38 ოჯახი 15 წელი ცხოვრობდა.