ხვალ, 2 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში  ქართველი კინორეჟისორის, მხატვრისა და მთარგმნელის,  ლანა ღოღობერიძის ახალი  წიგნის, „ფრანგული პოეზია" პრეზენტაცია გაიმართება.
 
შარლ ბოდლერი, პოლ ვალერი, პოლ ვერლენი, გიიომ აპოლინერი, პოლ ელუარი, ჟაკ პრევერი... - ფრანგული პოეზიის შედევრებს თიბისი გალერეაში თავად მთარგმნელი წაიკითხავს.
 
წიგნი გაფორმებულია ლანა ღოღობერიძის ილუსტრაციებით.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები