სარემონტო სამუშაოების გამო 2 მარტს 10-დან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.