საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს "აბიფარმს" ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა.
„აბიფარმში" სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს მესვეურები წარმოების და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ.
წეროვანში უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული.