ცნობილი ნორვეგიელი ექსპრესიონისტის ედვარდ მუნკის ფერწერული ტილო "კივილი" შესრულებული 1895 წელს სორთბის აუქციონზე გაიყიდება. "კივილი" 70 წელზე მეტია ინახება გემთმფლობელის ტომას ოლსენის ოჯახში, რომელიც ედვარდ მუნკის მეგობარი და მფარველი იყო. ვაჭრობამდე "კივილი" 13-დან 27 აპრილის ჩათვლით ლონდონში წინასააუქციონოდ გამოიფინება, შემდეგ კი სურათს ნიუ-იორკში ჩაიტანენ.
სურათის თავდაპირველი სახელწოდება გერმანულად ასე ჟღერდა Dერ შცჰრეი დერ Nატურ ("ბუნების კივილი") საკუთარ დღიურში მხატვარი "კივილი"-ს სერით შექმნილი სურათების მიზეზზე წერდა: " ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა, მოულოდნელად ცა სისხლისფერი-წითელი გახდა.მე შევყოვნდი დაღლილობის შეგრძნებით და ღობეს დავეყრდენი. მე ვუყურებდი სისხლს და ცეცხლის ალს ქალაქის თავზე. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი, მღელვარებისგან მოცახცახე, ბუნების გამგმირავი, უსასრულო კივილის შეგრძნებით".
აუქციონერები იმედოვნებენ, რომ ცნობილი ტილოს გაყიდვით დაახლოებით 80 მილიონ დოლარს მიიღებენ, მაგრამ საბოლოო ფასი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს. სურათის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გამოწვეულია ასევე იმით, რომ 2013 წელს მხატვრის დაბადებიდან 150 წელი სრულდება: ეს კი კოლექციონერებისა და მუზეუმებისათვის შეიძლება დამატებითი სტიმული გახდეს.