ხვალ, 1-ელ მარტს, პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალგორის დევნილთა რაიონულ ორგანიზაციას გახსნის.
პარტიის ლიდერები შეხვედრებს გამართავენ წილკნისა და წეროვანის მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობას დევნილები შეადგენენ.
უახლოეს მომავალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პარტია "განახლებული საქართველოსთვის" კიდევ რამდენიმე რაიონული ორგანიზაცია გაიხსნება.