გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს უფროსმა ლაშა ჩივიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სამართალდამრღვევმა 6 მ3 რცხილისა და წიფლის ჯიშის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ბუნებრივი რესურსის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხე-ტყე გატანილია ჭრის ადგილიდან. გდი-ის კახეთის ბიუროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 1410 ლარი შეადგინა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნა.