მეცნიერებმა პირველად ააგეს ფანტელების ზრდის სრულფასოვანი კომპიუტერული მოდელი. მეცნიერების სტატია, მართალია, ჟურნალში გამოქვეყნებისთვის ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია საიტზე arxiv.org.
ფანტელების ფორმის შესწავლით ჯერ კიდევ დაკავებული იყო იოჰან კეპლერი. თავის ნაშრმში, რომელიც 1611 წელს დაიწერა, მან აღმოაჩინა, რომ ფანტელს აქვს ექვსეულის რიგის სიმეტრია, ე.ი. მობრუნებისას 60-გრადუსიანი კუთხით გადაიკვეთება.
1954 წელს იაპონელმა უკიჩირო ნაკაიამ, ექსპერიმენტის გზით დაადგინა, რომ ფანტელებს შეიძლება ჰქონდეთ ყველაზე მრავალფეროვანი და საკმაოდ არასწორი ფორმა. ბოლო დრომდე, მეცნიერებმა ვერ შეძლეს შეექმნათ მოდელი, რომელიც შეძლებდა მიეღოთ უამრავი "არასწორი" ფანტელი. ავტორების მტკიცებით, ხელოვნური ფანტელის შექმნის ახალი მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მათ მიერ შემუშავებული ვარიაციული გამოთვლითი მეთოდების გამოყენების წყალობით.
მოდელის სახით, შესაძლებელი გახდა მიეღოთ სავეს სვეტის, პრიზმის ფორმის, ძლიერ დატოტვილი და სრულიად ბრტყელი ფანტელები. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შეძლეს ეპოვნათ ემპირიული ხაზოვანი დამოკიდებულება გაჯერებულობის დონესა და ზრდის სიჩქარეს შორის.
მეცნიერები აცხადებენ, რომ თეორეტიკოსები არასათანადოდ აფასებენ ეფექტის გავლენას, რომელიც კრისტალების ზედაპირულ ენერგიასთანაა დაკავშირებული.