ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 6 ნოემბერს უკრაინული დრონების მიერ დარტყმის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქარხნის პირველადი გადამუშავების ბლოკი, რომლის დღიური სიმძლავრე ცხრა ათას ტონაზე მეტი იყო, და ჰიდროკრეკინგის ბლოკი (რომელიც ნედლეულის გასაწმენდად არის განკუთვნილი), რომლის დღიური სიმძლავრე 11 ათასი ტონაა.
„ქარხანა გაჩერებულია. ხანძარი პირველად ბლოკში გაჩნდა და დაზიანებაა ჰიდროკრეკინგის დანადგარზე“, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ. „ლუკოილის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრის ღამეს ვოლგოგრადში უკრაინული დრონის თავდასხმამ დააზიანა 24-სართულიანი საცხოვრებელი შენობა და ხანძარი გამოიწვია კრასნოარმეისკის რაიონის სამრეწველო ზონაში. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 48 წლის კაცი დაიღუპა.