ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაფერი კარგად მიდის. მან შეწყვიტა, უმეტესწილად შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ვისაუბრეთ და მას სურს, რომ იქ ჩავიდე, ამას გავარკვევთ. მე წავალ. მე იქ შესანიშნავი მოგზაურობა მქონდა პრემიერ-მინისტრ მოდისთან ერთად, ის შესანიშნავი ადამიანია და მე იქ ჩავალ“, – განაცხადა ტრამპმა.