პოლიციამ ლეონიძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილე არასრულწლოვანი დააკავა.
“15 წლის ანდრია ხომასურიძე დააკავეს”, - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კანცელარიასთან მსვლელობით მივიდნენ, პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.