ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. ბარაკ ობამა წერილში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან ყურანის შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის.
წერილი ყარზაის ადმინისტრაციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ავღანეთში მიაწოდა.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ ფაქტის გამო, რომელიც მოხდა. მე გთავაზობთ ჩემს გულწრფელ ბოდიშს. ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ზომას რათა აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტი", - აღნიშნულია წერილში.
არსებული ინფორმაციით, ბაგ¬რა¬მის ავი¬ა¬ბა¬ზა¬ზე ჯა¬რის¬კა¬ცებ¬მა ყუ¬რა¬ნი დაწ¬ვეს, რამაც ავღანეთში საპროტესტო აქციების დაწყება განაპირობა. აქციებს მსხვერპლიც მოყვა.