ტრიპოლის ციხეში ტელეწამყვანი გალია ალ-მისრატი მოკლეს, რომლის პროფესიონალიზმს უდიდეს შეფასებას აძლევდა ლიბიის ყოფილი ლიდერი მაუამარ კადაფი. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეკომპანია "ალ-არაბია" ავრცელებს.
გარდაცვლილი ჟურნალისტის ახლობლების თქმით, გალია ალ-მისრატის მკვლელობის მიზეზი მისი დამოკიდებულება კადაფს მიმართ და გამარჯვებული აჯანყებულებისადმი ნეგატიური პოზიცია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი თავის პოზიციას არასდროს მალავდა და ლიბიის ახალ ხელისუფლებას ღიად აკრიტკებდა.
ამასთან, გალია ალ-მისრატმა კადაფის მოკვლების შემდეგ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის სიკვდილისთვის ის შურს იძიებდა.
განსაკუთრებული გამოსვლა მას გასული წლის აგვისტოში ჰქონდა, როდესაც ტრიპოლს აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს, ალ-მისრატი ტელეკომპანია "Libiyah TV" პირდაპირ ეთერში იარაღით ხელში გამოვიდა და განაცხადა, რომ "მოკლვდა ნებისმიერს, რომელიც ტელეკომპანიის აღებას შეეცდებოდა ან თვითონ მოკვდებოდა".
ლიბიელი აჯნყებულბის მიერ ტრიპოლის აღების შემდეგ კი გავრცლდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ოპოზიციას ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც ტრიპოლის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ალ-მისრატი წამებისა და სექსულური ძალდობის მსხვერპლი გახდა.
გალია ალ-მისრატი საბოლოოდ გასული წლის 30 დეკემბერს გამოჩნდა ეთერში, რომელიც ჩუმდა იჯდა, ხელში ფურცელი ეკავა, რომელზეც რაღაც თარიღი ეწერა.
მას სახეზე წამების კვალი ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის საყვარელ ჟურნალისტს ენა ჰქონდა ამოჭრილი.
ტელეეთერში მისი ბოლო გამოჩენიდან, ჟურნალისტის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, თუმცა ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორემაცია, რომ ის ცხეში საკუთარ საკანში მოკლეს.
წყაროს ინფორმაციით, გალია ალ-მისრატი 17 თებერვალას ლიბიაში მუმარ კადაფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გამოსვლების წლისთავს "შეწირეს".
ლიბიის დღევანდელი ხელისუფლება ცნობილი ლიბიელი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელის თებერვალში ლიბიის ლიდერის მუმამარ კადაფის წინააღმდეგ გამსვლები დაიწყო, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რამდენიმე თვიანი დაპირისპირების შემდეგ ლიბიის კონფლიქტში ნატოს ავაიციაც ჩაერთო.
ნატოს ავაიციამ კადაფის ხელისიუფლების დამხობაში ძირითადი როლი შეასრულა, რის შემდეგაც აჯანყებულებმა ლიბიის ხელისუფლების დამხობა შესძლეს.
ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსულ აჯანყებულებს ხელში მალევე ჩაურდათ, რომელიც სასტიკი წამებით მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები