ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულების ვიქტორინა გაიმართება. ვიქტორინაში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და გურჯაანის 25 საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
25 გუნდის წევრები გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 15.00 საათზე ვიქტორინის მონაწილეებს მიესალმება და გამარჯვებულებს სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვებს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.