რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობს და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის საფუძველს გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებული ოფიციალური პრესრელიზი წარმოადგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რომ იყოს "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ფორდპოსტი".
"6 დან 13 თებერვლის ჩათვლით გაეროს საბჭოს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა და თავისუფალ შეკრებათა საკითხებში მაინ კიაი საქართველოში იმყოფებოდა. თავისი ვიზიტის შედეგებზე სპეციალურმა მომხსენებელმა ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ სერიოზულ ნაკლოვანებებზე ისაუბრა, რომელიც ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენლეს ამ ქვეყანაში თავისი უფლებების რეალიზებას უშლის ხელს", _ წერს რუსეთის საარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ქართული პროფკავშირები იძულებულნი არიან მეტად რთულ პირობებში იფუნქციონირონ. ექსპერტის განკარგულებაში იმყოფება ფაქტები ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის შესახებ, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს.
"მაინ კიაიმ ასევე გამოქვეყნა დიდი რაოდენობის დარღვევები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან არის დაკავშირებული: 2011 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები პარტიების შესახებ, რომლებიც მკაცრაც ზღუდავენ პოლიტიკურ თავისუფლებებს, შიშის ატმოსფერო რომელშიც მოქმედებს ოპოზიცია, აქტივისტების დევნა, პარტიების გამოდევნა პოლიტიკური არენიდან, პოლიიტიკური უფლებების დარღვევის დაუსჯელობა", _ წერს რუსეთის საგარეო უწყება.
მათივე განცხადების მიხედვით, სპეციალური მომხსენებლის აზრით, შემზღუდავი გარემოებები მიმართულია იქითკენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი ცალკეული ლიდერები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბრძოლას ჩამოსცილდნენ.
"სპეციალური მომხსენებელი ასევე გვერდს არ უვლის მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობის თემასაც. კერძოდ, პრეს-რელიზში, რომელიც მან გამოაქვეყნა, არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ხელახდა და განსაკუთრებით მიუკერძოებლად გამოძიებულ იქნეს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის საკითხი და დასაჯოს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამჭარბებელი პირები. ასევე აღნიშნულია რეგულარული გამოყენება ადმინისტრაციული დაკავებებისა მათზე ზეწოლის მოსახდენად, ვინც გაბედა და აქციის ორგანიზება მოახდინა. ასევე მითითებულია მნიშვნელოვანი რაოდენობა ფაქტებისა, როდესაც სამართალდამცავი ორგამოების მხრიდან საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დაკავება ხდება", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, სერგეი ლავროვის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში "არსებული ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევა - წამება, სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა, ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაცია და შევიწროება - ასევე აღნიშნული იყო საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში 2011 წელს გავლილ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცედურაშიც".
"ეს ჩვენი აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე საქართველო ძალიან შორსაა "დემოკრატიის ფორდპოსტისა და ადამიანის უფლებათა" იმიჯისგან", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.