აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. იუწყება Reuters.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ შეთანხმებას თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.
„დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გვეცოდინება, რისთვის გამოვიყენოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.