საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნული დაკავებები "ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების სულ უფრო მწვავე ტენდენციას".
"ეს დაპატიმრებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების სულ უფრო მწვავე ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ გარკვეული შეზღუდვები დააწესონ საპროტესტო აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ახალი ცვლილებები გაცილებით სცილდება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლით დაშვებულს. მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა - ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას, რაც უნდა იყოს არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის უკანასკნელი საშუალება.
საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებისა და დასჯის გზით. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დაკავებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელების გამო," - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.