პარასკევს, 24 ოქტომბერს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. იუწყება Sky News.
შეხვედრას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
მათი ცნობით, შეხვედრას „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი“ და უკრაინის პრეზიდენტი დაესწრებიან.
სტარმერის პრესსამსახურს დღის წესრიგთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.