ყველა იმ ჯილდოთაგან, რომელიც მიმიღია, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მას გულში შევინახავ, _ ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ბათუმში განაცხადა, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
"ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის და ეკუთვნის ქართველებს, ამერიკელ ხალხს.", - განაცხადა მაკკეინმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
„ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი ღირსება და პატივია. ეს არის ორი ერის პარტნიორობისა და სოლიდარობის გამოხატულება და მას სათუთად შევინახავ. მხარს ვუჭერ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას", _ აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება იმ დიდი მეგობრობის გამოხატულებაა, რომელიც მასსაა და მიხეილ სააკაშვილს, ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის არსებობს.
"ვიმედოვნებ, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდება საქართველოს მიმართ იმედი მაქვს თქვენი დმეოკრატია კვლავ გაძლიერდება. იმედი მაქვს თქვენ კარგად შეიგრძნობთ თქვენს ნიჭს და საქართველოს ეკონომიკა ამით გაძლიერდება:, - განაცხადა მაკკეინმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სენატორს ჯონ მაკკენს საქარველოს სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
ცნობისთვის, ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წ. 24 ივნისს.
მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), ორივეს სიკვდილის შემდეგ.