საქართველოში ოფიცილური ვიზიტით რუსეთის ხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების და ბეჭდვური მედიის ჟურნალსტებისა და ტურისტული ოპერატორების 16 კაციანი დელეგაცია იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს და დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა.
სამინისტროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ახლად აშენებული პოლიციის შენობები . ასევე ესტუმრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სადაც ჟურნალისტები დეტალურად გაეცნენ თუ როგორ ხდება ავტომობილებისთვის სანომრე ნიშნების და მართვის მოწმობების გაცემა.