არაფერი უკეთ არ აღწერს, ქართული ოცნების შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ: ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა-უცხოელების აგენტურაზე...სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა, ან როგორ დაიჯერებს, 20 წელი გერმანიის 'აგენტად' ნამსახურები კაცი, - ამის შესახებ ძლიერი საქრთველო-ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
არაფერი უკეთ არ აღწერს, ქართული ოცნების შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ:
1. ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა-უცხოელების აგენტურაზე...სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა, ან როგორ დაიჯერებს, 20 წელი გერმანიის 'აგენტად' ნამსახურები კაცი.
2. 'მამუ' აღარ გვყავს, ამიტომ, აღარც რეგიონების და არც ძალოვანი უწყებების კოორდინატორი აღარ გვჭირდებაო.
3. ხო, და 'გრანდიოზულ' რეფორმას ვატარებთ განათლების სფეროშიო-ჩინური პოლიასტერის ფორმებით, სკოლის ნაცვლად ასაწყობ კონტეინერებში დაპატიჟებულ მოსწავლეებს, 'დენიკინის' დროინდელი მეთოდით კი, არამოთხოვნად სპეციალობებზე ნაკლები ქულების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვას გულისხმობდა აქ, ისე, რომ იცოდეთ.
ამიტომაც გადაწყვიტა მისმა მეგობარმა, ჯერ რომ ისევ პრემიერად მიიჩნევს თავს, გაეროში წელს თავად წავიდეს, იცის, მისი ბოლო შანსია, გაეროს ტრიბუნაზე დადგეს.
ბიძინას რეზიდენციაშიც უნდა აღწევდეს წესით ამ გახრწნის პროცესის ერთობ უსიამოვნო სურნელი", - წერს სამადაშვილი.