4 სექტემბერს კიეში, შევჩენკოვსკის რაიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია.
დარტყმის შედეგად დაზიანდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.
„საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.
ამ რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა კლიჩკომ.
თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. დაზიანდა შენობის გადახურვა და გარე კედელი.
ამასთან, თავად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების შენობაზე დრონის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.