სამთავრობო PR ტექნოლოგები გეგმავენ ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი კიდევ ერთი ბინძური კამპანიისთვის გამოიყენონ, _ განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის პირადმა წარმომადგენელმა თეიმურაზ მურღულიამ. მისი თქმით, თუ ადრე ხელისუფლება ცდილობდა საკუთარი ქმედებების ფორმალიზაციას, ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავ ქმედებებზე გადავიდა.
"კერძოდ, თუ ქალბატონი ნინო დატოვებს სახლს მიღება/ჩაბარების აქტამდე, კომისია „აღმოაჩენს" დაყადაღებული ქონების დანაკლისს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ დატოვებს, კომისიის მოსვლამდე ხელისუფლება „ნიღბიანების" მეშვეობით ჩაატარებს „გამოსახლებას". ნინო ბურჯანაძე მიმართავს ხელისუფლებას, დაიცვას კანონი, თავი დაანებოს საზოგადოების ყურადღების გადატანას „სანახაობებსა" და „Pღ აქციებზე" და წერილობით, ან უფლებამოსილი პირის საშუალებით გვაცნობოს მიღება-ჩაბარების პროცედურის შესახებ", _ განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სამთავრობო Pღ ტექნოლოგები გეგმავენ ნორმატიული აქტის ხარვეზები გამოიყენონ კიდევ ერთი ბინძური კამპანიისათვის.
"უკანონოდ დარიცხული საგადასახადო დავალიანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი და ფაქტიურად, 2009 წლის 17 ივლისს, სახელდახელოდ მიღებული კანონით სახელწმიფო საკუთრებაში აპირებს მის მიქცევას. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის Nო. 209 ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება/ჩაბარება უნდა მოხდეს კომისიური წესით და მფლობელის თანდასწრებით გაფორმდეს აქტი, მაგრამ არ ადგენს ამ პროცედურის ჩატარების ვადებს", _ აცხადებს მურღულია და აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე არ აპირებს რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
"უფრო მეტიც, ბოლო 10 დღის მანძილზე არაერთი წერილით მივმართეთ შემოსავლების სამსახურს და თბილისის რეგიონულ ცენტრს, ჩვენი წარმომადგენელი პირადად შეხვდა ორივე ინსტანციის პასუხისმგებელ პირებს იმის გასარკვევად, თუ რა პროცედურით უნდა მოხდეს ქონების გადაცემა კომპეტენტური კომისიისათვის. დღემდე ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ხოლო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე ღიად ერიდებიან ჩვენს წარმომადგენლებთან კონტაქტს", _ აღნიშნავს მურღულია.