რუსული მედია „ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმიანება.
„27 ნოემბერს, საქართველო მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, საპრეზიდენტო კანდიდატად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა“, - წერს რუსული მედია.
რუსული მედია ხასზ უსვამს, რომ ყაველაშვილი 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა.
ამასთან, რუსული მედია იხნებს, „მილანის“ ყოფილი თავდამსხმელს ჯორჯ ვეას ისტორიას. როგორც ცნობილია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის პოლიტიკაში შევიდა და ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. მას ეს მაღალი თანამდებობა 2018 წლიდან 2024 წლამდე ეკავა. ვეას სურდა მეორე ვადით დარჩენა, მაგრამ დამარცხდა.