ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია პროგრამა "ოსობოე მნენიეში" აცხადებს, რომ რუსეთში ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს. ამჟამად რუსეთში, მისი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ შეურიგებელი ოპოზიაცია შეიძლება არსებობდეს და არა სხვანაირი.
"პოლიტმართა გათავისუფლება და კონტიტიტუციურ ნორმებთან დაბრუნება, ჰიმნის შეცვლა, რესტალინიზაციის შეწყვეტა, ლენინის დამარხვა, კონსტიტუციის სიყვარული, გუბერნატორების არჩევის უფლება დავუბრუნოთ ხალხს, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. დავუბრუნოთ საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შევწყვიტოთ კონფრონტაცია მთელ მსოფლიოთან. ჯერჯერობით არაფერი ეს არ ხდება", _ აცხადებს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, შეიძლება რუსეთში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდეს.