საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა 81-ე ადგილზეა. შარშანდელითან შედარებით, როდესაც საქართველო 120-ე ადგილზე იყო ქვეყნაში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა.
პოსტსაბჭითა სივრცის ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი (6), ლიტვა (10) და ლატვია (10) უსწრებენ. Aმაჩვენებელში შემდგომ უკრაინა მოდის, რომელიც 89-ზე ადგილზეა.
საქართველოს ერთი ადგილით უსწრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ახალი სახელმწიფო _ კოსოვო, რეიტინგში 75-ე ადგილზეა.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღნიშნავენ, რომ პირველად 2002 წლიდან პრესის თავისუფლების ინდექსის წინა პოზიციებზე შემცირდა ევროპის ქვეყნების რაოდენობა. 20-დან 15 ქვეყანა რომელიც რეიტინგის ზედა რიგებშია ევროპის წარმომადგენელია. თუმცა 2008 წელს მათი რაოდენობა 18-ს შეადგენდა.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთს აქვს, რომელიც წლევანდელ რეიტინგში 68 ადგილზე აღჩნდა. შარშან მას 59 ადგილი ეკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის ყველაზე მაღალ ადგილზე ხორვატია (78) აღმოჩნდა, ხოლო თურქეთი 122-ეა.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს ჩარევა მედიის საქმიანობაში. ყველაზე უფრო რეპრესიულ ქვეყნებად ამ მხრივ უზბეკეთი - 160 ადგილი და თურქმენეთი 173 სახელდებიან. ამ ქვეყნებში გასულ პერიოდთან შედარებით არავითარი ცვლლებები არ მომხდარა და ჟურნალისტები კვლავიდნებურად მკაცრ ცენზურას განიცდიან.
თავისუფლების რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა ფააქსირა აშშ-მ, რომელიც მიმდინარე წელს 20-ე ადგილზეა. გასულ წელს აშშ 40-ე ადგილზე იყო.
რეპორტიორები საზღვრის გარშე მიიჩნევენ, რომ ეს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის დამსახურებაა. ამავდროულად მათივე განმარტებით, პრესის თვაისუფლების მხრივ ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი კითხვები ამერიკის ხელისუფლების მიმართ.
მნიშვნელოვანი რეგრესი გამიცადა პრესის მდგომარეობამ რუსეთსი, რომელიც წელს 153 ადგილზე აღმოჩნდა. შარშან რუსეთი 141-ე იყო.
რეიტიგის ბოლო ადგილზე ჩრდილოეთ კორეა (174) და ერიტრია (175) არიან.