იულია ტიმოშენკოს ადვოკატები არ გეგმავებ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი ექს-პრემიერის ინტერესების უკრაინის სასამართლოებში დაცვას.
ტიმოშენკოს ადვოკავტის სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ისინი კონცენტრირებულნი არიან იმ სარჩელზე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნეს.
„ძნელია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საკასაციო სასამართლოს გვერდის ავლით მისვლა, მაგრამ ჩვენ უნიკალური შემთხვევა გვაქვს", - განაცხადა სერგეი ვლასენკომ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დოკუმენტები ჯერ კიდევ აგვისტოში გაიგზავნა, რის შემდეგაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რიგგარეშე რეჟიმში ჩაატაროს საქმის „ტიმოშენკო უკრაინის წიააღმდეგ" მოსმენა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ტიმოშენკოს მხარე ამტკიცებს, რომ მისი დევნა მიმდონარეობს პოლიტიკური მოტივით და იგი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული.