მოსკოვში "შერემეტიევოს" აეროპორტში ტაბელური იარაღიდან მილიციის თანამშრომელმა თავი მოიკლა. რუს სამართალდავთა განცხადებით, "მორიგეობის გადაბარებისას 29 წლის მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა ამოიღო ტაბელური "მაკაროვის" ტიპის იარაღი და თავი მოიკლა".
ამჟამად მილიციის თანამშრომლის საქციელის მიზეზი დგინდება.
"მომხდარის გამო მიმდინარეობს გადამოწმება",_ იუწყებიან სამართალდამცავები.