საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, უთხრან „არა“ „კობახიძის და პუტინის ერთად დგომას“.
„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ირაკლი კობახიძე ესწრება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.