პოლონეთში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის პოლონელ კოლეგას, კაროლ ნავროცკის შეხვდა. ეს პირველი შეხვედრაა კაროლ ნავროცკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
19 დეკემბერს ზელენსკი შეხვედრებს გამართავს ვარშავაში ნავროცკისთან, სეიმის და სენატის სპიკერებთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან.
ნავროცკისთან შეხვედრის შემდეგ, ორი ლიდერი პრესკონფერენციას გამართავს.