რუსი ჟურნალისტი სერგეი კუზნეცოვი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, კუზნეცოვი უახლოეს პერიოდში ჩამოვა თბილისში. ამ დრომდე იგი ისრაელის მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონდ ყოფნის გამო ის აეროპორტში დააკავეს და ციხიდან 10 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ისრაელის ხელისუფლება აპირებდა ჟურნალისტის რუსეთში დეპორტაციას, თუმცა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. თავად კუზნეცოვმა მაშინ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია რუსეთში დაბრუნება, რადგანაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კუზნეცოვს თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა დიდმა ბრიტანეთმაც. არსებული ინფორმაციით, კუზნეცოვი ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძიებებს ეკონომიკურ საკითხებზე.