ჟენევაში, საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო-ს საკითხზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი მედიისთვის დახურული იყო. რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფის სამუშაო კონსულტაციების არაფორმალური რაუნდი გუშნ 8 ნოემბერს, დასრულდა.
სამუშაო ჯგუფს ქართულმა მხარემ გააცნო ინფორმაცია რომ მოსკოვთან მიღწეულია შეთანხმება საბაჟოს ადმინისტრირების და სავაჭრო მონიტორინგის შესახებ.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას, რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.
"ეს დოკუმენტი არის სტატუსნეიტრალური. მონიტორინგი იქნება სავაჭრო დერეეფნების შესასვლელსა და გასასვლელში. სავაჭრო დერეფნები განსაზღვრულია გეოგრაფიული კოორდინატებით. ანუ საზვარი და ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც პოლიტიკურად დამუხტული არის, გამოყენებული არ არის. განსაზღვრული არის სავაჭრო კორიდორები, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძემ.
შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ "რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში." ეს დამკვირვებლები არ განთავსდებიან დერეფნების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განთავსდებიან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით. წინადადება ასევე ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე მდებარეობს.
მხარეებმა ასევე შეათანხმეს რუსეთის გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ტექსტი, რომელიც საქართველოს წინაშე მის ვმო-სთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეხება.
შგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
ვმო-ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები