საქართველოში არსებული მიუღებელი ვითარება საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად განვიხილე, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"საქართველოში არსებული მიუღებელი ვითარება საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად განვიხილე. მან მთხოვა, რომ გერმანიის სახელით კომუნიკაცია ცხადად, პატიოსნად და მტკიცედ გამეგრძელებინა" - წერს ფიშერი X-ზე და ვადეფულთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს.