იტალიელი მოტომრბოლელი მარკო სიმონჩელი მალაიზიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ავარიის შედეგად დაიღუპა.
24 წლის სპორტსმენი ტურნირის მეორე წრეზე თანამემამულე ვალენტინო როსისა და კოლინ ედვარდსის მოტოციკლს შეეჯახა. შედეგად სიმონჩელიმ ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
სპორტსმენი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
მარკო სიმონჩელი პირველი მოტომრბოლელია, რომელიც 2003 წლის შემდეგ გრან პრიზე გარდაიცვალა. 8 წლის წინ იაპონიაში ავარიის შედეგად დაიჯირო კატოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.