13 სექტემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაზე, სადაც რუსეთის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებია განთავსებული.
ინფორმაციას უკრაინული მედია მონიტორინგის Telegram-არხებსა და რუსულ დამოუკიდებელი მედია ASTRA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ღამით ქალაქის თავზე დრონების ხმა ისმოდა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა.
თვითმხილველების ცნობით, სამრეწველო კლასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც მუშაობდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლო დაზიანებების მასშტაბისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.