ხვალ, 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ბრიფინგს გამართავს, სადაც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებს გაახმოვანებს და 10 საუკეთესო ქულის მქონე კურსდამთავრებულს შეხვდება.
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო პროცედურაა აკრედიტებული სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის, რომელიც რეზიდენტურის გავლის უფლების მისაღებად ტარდება.
მიმდინარე წელს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას განცხადებით 1750-მა მაძიებელმა მიმართა.