4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, აპირებს სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
"დასრულდა 13-თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულის წყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევ ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებითა ასაკოვანი ხალხით 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა, პრობლემა კი ის არის, რომ არ არსებობს ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც მათ დაიცავს", - განუცხადა სანდერმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს, ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.