15 ოქტომბერს თბილისში ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ორგანიზებით
ჯანმრთელი ძუძუს დღე აღინიშნება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც
აღინიშნავს.
ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს ს. ხეჩინაშვილის სახელობის
კლინიკა ატარებს საქველმოქმედო აქციას,
რომლიც ფარგლებშიც ქალებს საშულება ექნებათ, ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები: მიიღონ უფასო კონსულტაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე მამოლოგებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ
უფასო ექოსკოპიური გამოკვლევაც (გამოკვლევის ჩატარების
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ნომერზე:
555 522 855).
"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" აქციის მიზანია საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით, ჯანსაღი კვებითა და მამოგრაფიული სკრინინგით შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს პირველი
ლედი.
სპონსორები კომპანია გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი, ფაბლისითი ჯგუფი,
პროსერვისი, ფიტნესკლუბი ქარვსი.