მთაწმინდაზე, 5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.
როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას, თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოდარ ჭუმბაძემ განცხადა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და საერთო ჯამში 5 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.
როგორც ჭუმბაძე განმარტავს, ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი, დაუდევრობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლის მახლობლად, ტყეში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაზეც სახანძრო სამსახურის 8 ბრიგადაა მუშაობდა.