საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ო ოქტომბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს კაიროში განვითარებულ მოვლენებს. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა ოჯახების მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას „ფაქტების დამდგენი კომისიის" შექმნასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული საბჭო გადადგამს სათანადო ნაბიჯებს, რათა თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია, შეძლებს სიტუაციის მოწესრიგებას, შექმნის ხელსაყრელ გარემოს დიალოგისათვის, უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და აღმსარებლობის თავისუფლებას ეგვიპტის ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
9 ოქტომბერს, კაიროში მომხდარი არეულობის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა. ერთმანეთს ეგვიპტის ქრისტიანი მოქალაქეები და სამხედროები დაუპირისპირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები