ავღანეთში ნატოს უპილოტო-მზვერავი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შტაბის პრესსამსახური ავრცელებს. ინციდენტი ავღანეთის პროვინცია კუნდუზში მოხდა.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი "ბორტზე გაჩენილი ტენიკური უწესრიგებობების გამო ჩამოვარდა. თუმცა "თალიბანის" წარმომადგენლები თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვა მიზეზს ასახელებენ.
მოძრაობა "თალიბანის" პრესსამსახურის უფროსი ზაბიულა მოჯაჰედი მედიათან საუბარში აცხადებს, რომ საჰაერო სამიზნე ხმელეთიდან მოძრაობის ბოევიკებმა ჩამოაგდეს.