საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველა ქართულ ოჯახს მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნაზე სიტყვით გამოვლისას გააკეთა.
"ჩვენ მტრის კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით. სახელმწიფო თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს. მინდა მოვუწოდო ყველა ქართულ ოჯახს მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ეროვულ გვარდიას და ვიყოთ მზად ვიბრძოლოთ და დავიცვათ საქართველო", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ "საქართველომ უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ არ იყოს ომი და იყოს მშვიდობა, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე" _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.